
ფრენკ ჯეიმზ ლემპარდ უმცროსი (ინგლ. Frank James Lampard, Jr.) ინგლისელი ფეხბურთელი, ამჟამად ჩელსისა და ინგლისის ეროვნული ნაკრების მოთამაშე, მანამდე თამაშობდა ჯერ სვანსეა სითიში, შემდეგ ვესთ ჰემ იუნაითედში.
დაიბადა 1978 წლის 20 ივნისს, ლონდონში.
მამამისი ფრენკ ლემპარდ უფროსი, ყოფილი ფეხურთელია და ინგლისის ასოციაციის თასი ორჯერ აქვს მოგებული ვესთ ჰემთან ერთად. ფრენკი ბოლო დროის ერთ ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მას შეუძლია გოლების გატანა, დაცვაში შესანიშნავი თამაში, მოედნის ცენტრში თამაშის შესანიშნავად აწყობა და კარგი კომბინაციის წამოწყება. 2005 წლის 3 დეკემბერს ფრენკმა თავის კარიერაში 129–ე გოლი გაიტანა, აქედან 60 გოლი ჩელსის რიგებში აქვს გატანილი ხოლო 10 ინგლისის ნაკრებში.
ლემპარდს მოგებული აქვს ინგლისის ასოციაციის თასი (ჩელსი, 2005), ინგლისის პრემიერ ლიგა (ჩელსი, 2004–05), ლიგის თასი (ჩელსი, 2005) და უეფა-ს ინტერტოტოს თასი (ვესთ ჰემი, 1999). ნაკრების რიგებში მას 38 მატჩი აქვს ჩატარებული.
2005 წლის ნოემბერში ლემპარდი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ბრძოლაში მეორე ადგილზე გავიდა, გაიმარჯვა რონალდინიომ. ერთი თვის შემდეგ კი ისევ მეორე ადგილზე გავიდა და ისევ რონალდინიოსთან წააგო, 2005 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ბრძოლაში.
2001 წლის 15 მაისს ფრენკ ლემპარდი ჩელსიში ჩაირიცხა, მასში 11 მილიონი ფუნტ სტრლინგი გადაიხადეს. ამ გუნდში მისი დებიუტი შედგა 2001 წლის26 ივლისს ლეიტონ ორიენტთან წინრე–სასეზონო თამაშში, სადაც ფრენკმა გაიტანა პირველი გოლი ჩელსის რიგებში. ხოლო პრემიერ ლიგაში ჩელისის ფორმით ლემპარდი 2001 წლის 19 აგვისტოს გამოვიდა პირველად. ეს იყო თამაში ნიუკასთლთან რომელიც 1–1 დასრულდა. მეოთხე თამაშში, ტოტენჰემ ჰოსტპურთან ლემპარდი მოედნიდან გააძევეს. ეს სეზონი ფრენკისთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა, მან მხოლოდ ერთი თამაში გამოტოვა და 7 გოლი გაიტანა.
ფენკი დღეს დღეობით ერთ ერთი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია, ინგლისის ნაკრების უცვლელი წევრია, მასზე ამყარებენ იმედებს მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე, ისევე როგორც სტივენ ჯერარდზე, ჯონ ტერიზე, უეინ რუნიზე და სხვა მოთამაშეებზე.

