raw-wwe.ucoz.com
   
ნავიგაცია

რეკლამა

გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ უპასუხა: 6256

პოპულარული სიახლეები

ამჟამად საიტზეა
მომხმარებლები
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მომხმარებელი:

გულშემატკივრები
აქ გულშემატკივარი




Ricardo Izecson dos Santos Leite/კაკა (1982)
 

რიკარდო იზეკსონ დოს სანტოს ლეიტე (პორტ. Ricardo Izecson dos Santos Leite) (დ. 22 აპრილი, 1982, ბრაზილია, ბრაზილია), ცნობილი როგორც კაკა (პორტ. Kaká) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, პოზიციით ნახევარმცველი, რომელიც არის ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის' ფეხბურთელი. 

კაკას დებიუტი ბრაზილიურ სან პაულოში შედგა 2001 წელს 18 წლის ასაკში და იმ სეზოში 27 მატჩიდან მან 12 გოლის გატან შეძლო, ხოლო მომდევნო სეზონში 10-ის… მისმა შედეგიანმა და „ჭკვიანმა" თამაშმა ევროპული გრანდების ყურადღება მიიქცია და ეს სწორედ მილანი აღმოჩნდა პირველი, რომელმაც შეძლო მისი გულის მოგება და კონტრაქტის გაფორმება 2003 წლის ზაფხულში… 1 თვეში მან შეძლო ძირითად გუნდში ფეხის სტაბილური მოკდება და უკვე რამდენიმე კვირაში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა… ამ სეზონში მისი ბრწყინვალე გამოსვლის მეშვეობით მილანმა სერია A-ს ტიტულის მოპოვება და უეფას სუპერ თასზე გამარჯვება შეძლო, ხოლო 30 მატჩში ბრაზილიელმა 10 გოლის გატანა მოახერხა…

კაკა განუყოფელი ნაწილი გახდა 2004/05 წლის მილანის 5 კაციანი ნახევარდაცვის შემტევი ნაწილისა და მისით მომარაგებული შევჩენკოც ბურთს ბურთზე იტანდა… ამ სეზონზე მათ შეძლეს ჩემპიონთა ლიგის და სერია A-ს ვიცე-ჩემპიონობა და იტალიის თასის მფლობელობა…

კაკას ერთერთი ულამაზესი და ყველაზე გამორჩეული გოლი ფენერბახჩელთა კარში აქვს გატანილი (მილანი — ფენერბახჩე 3-1), სადაც მან დუბლი შეასრულა… ამ გოლით იგი მიამსგავსეს მარადონას, რამეთუ მან ბურთი წამოიღო თავისი საჯარიმოს მისადგომებიდან, რამდენიმე მცველს გაცდა და დამაგვირგვინებელი დარტყმაც შედეგიანი აღმოჩნდა…

კაკას კარიერის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წელი 2007 წელი იყო. კაკამ და "მილანმა" რაც თუ ტიტულები იყო ევროპაში და მის აგრეთაც მილანში ჩაიტანეს. გუნდმა დამაჯერებლად მოიგო ჩემპიონთა ლიგა. რიკარდო კაკამ კი ჩემპიონთა ლიგაზე მთელი სეზონის განმავლობაში სულ 10 გოლი გაიტანა და სეზონის საუკეთესო თავდამსხმელიც გახდა. ამ სეზონში ასევე, კაკა გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი და საუკეთესო ფეხბურთელი. ის ასევე გახდა ოქროს ბურთის მფლობელი. ის ასევე ფიფამაც აღიარა 2007 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად. 2008 წელს კი "მილანმა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიც მმოიგო. ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე სწორედ კაკა გახდა. 2009 წელს კი ბრაზილიამ კონფედერაციის თასის მოიგო, კაკას დახმარებით. რიკი ჩემპიონატის საუკეთესოდ აღიარეს.

2010 წელს კი რიკარდო კაკა მადრიდის "რეალში" გადავიდა. "მილანს" ფინანსური პრობლემები ჰქონდა, მდიდარმა კლუბმა "რეალმა" კი მათ ასტრონომიუი თანხა შესთავაზა, 68 მილიონი ევრო. ტრასფერი მშვიდად გაიჩარხა, "მილანი" არ დაყოყმანებულა. რიკიმ მადრიდელებთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 8 ნომრიანი მაისურიც ჩაიბარა." 2010 წლის სეზონი ანუ მისი დებიუტი სამეფო კლუბში, არც თუ ისე წარმატებული გამოდგა. რიკიმ დაიტანჯა გაუთავებელი ტარვმებით, თან გუნდმა ვერცერთი ტიტულის მოგება ვერ მოახერხა. კაკამ ასევე 2010 წლის მუნდიალზეც მიიღო მონაწილეობა. ბრაზილიის ნაკრებმა 1/4 ფინალამდე მიაღწია, თუმცა უიღბობის გამო, გუნდმა ასპარეზობას გამოეთიშა. 

 
 
 ავტორი: zurabi   |  ნანახია: 574   |  კომენტარი: (0)  


სიახლის პოსტერები
   
   

  კომენტარების დამატება
 
ქართული კლავიატურა
სახელი:*
 
  • შეიყვანეთ კოდი:
 
 
 
ავტორიზაცია


რეკლამა
აქ რეკლამა

მთვლელები
აქ მთვლელები

მეგობრები
»შენი საიტი
»შენი საიტი
»შენი საიტი
»შენი საიტი
»შენი საიტი
»შენი საიტი
»შენი საიტი
»შენი საიტი
»შენი საიტი
»შენი საიტი

Free site builder - uCoz. raw-wwe.ucoz.com დიზაინი დამზადებულია!
2011 By DATOXUBU