.jpg/220px-Iraq%2C_Saddam_Hussein_(222).jpg)
სადამ ჰუსეინ აბდ ალ-მეჯიდ ალ-ტიკრიტი (არაბ. صدام حسين عبد المجيد التكريتي) (დ. 28 აპრილი 1937, ტიკრიტი, ერაყი - გ. 30 დეკემბერი 2006, ბაღდადი, ერაყი) - ერაყის პრეზიდენტი 1979-2003 წლებში.
ბიოგრაფია [რედაქტირება]
სადამ ჰუსეინი დაიბადა მეცხვარის ოჯახში, პატარა სოფელ ალავიაში, რომელიც მდებარეობს 13 კილომეტრში ტიკრიტიდან. მისი სახელი არაბულიდან დაახლოებით ითარგმნება, როგორც "წინააღმდგომი"[საჭიროებს წყაროს მითითებას]. მამამისი მის დაბადებამდე ექვსი თვით ადრე დაიკარგა. მალევე კიბოსგან მისი 13 წლის ძმაც დაიღუპა. ამის შემდეგ სადამი იზრდებოდა დედის ძმასთან.
დედა ხელმეორედ დაქორწინდა, საიდანაც სადამს სამი ნახევარძმა შეეძინა. მამინაცვალი - იბრაჰიმ ალ-ჰასსანი ცუდად ექცეოდა. 10 წლის ასაკში სადამმა დატოვა ოჯახი და დაბრუნდა ბაღდათში ბიძასთან. მისი მომავალი მეუღლის მამა იყო მორწმუნე სუნიტი მუსლიმანი, ასევე 1941 წლის ინგლისი ერაყის ომის ვეტერანი. მოგვიანებით მისი ნათსავები ტიკრიტიდან მისი უახლოესი მრჩევლები გახდნენ. ბიძამისის დახმარებით დაამთავრა სკოლა ბაღდათში. სკოლის შემდეგ სამი წელი სწავლობდა ერაყის იურიდიულ სასწავლებელში, რომელიც მიატოვა 1957 წელს, 20 წლის ასაკში, რათა შეერთებოდა რევოლუცურ მოძრაობას.