უილარდ ქრისტოფერ (უილ) სმითი, უმცრ. (დ. 25 სექტემბერი, 1968. ვინიფილდი, პენსივლვანია, აშშ) — ოქროს გლობუსზე და ორჯერ კინოაკადემიის ჯილდოზე ნომინირებული ამერიკელი მსახიობი და მრავალი გრემის ჯილდოს მფლობელი ჰიპ ჰოპ შემსრულებელი. ის ისეთი ადამიანების ვიწრო წრეს მიეკუთვნება, რომლებმაც აშშ-ის სამ უდიდეს მედიაში შესძლეს წარმატების მიღწევა: სრულმეტრაჟიან კინოში, ტელევიზიაში და მუსიკალურ ინდუსტრიაში. ჟურნალ ”ნიუსუიკმა” იგი პლანეტაზე ყველაზე ძლიერ მსახიობად დაასახელა.